- პროექტის სახელი : რეფერენდუმი
- პროექტის მოკლე აღწერა:ჩემი დახმარებით 130–ე სკოლის მე 9–1კლასის მოსწავლეები აწყობენ რეფერენდუმს საკითხზე:კმაყოფილი ხართ თუ არა სკოლის თვითმართველობის მუშაობით?
- პროექტის სრული აღწერა:ბავშვები ინტერნეტის დახმარებით ეცნობიან ინფორმაციას რეფერენდუმის ჩატარების წესების შესახებ. ვადგენთ რიცხვს რეფეერენდუმის ჩასატარებლად და გადავდივართ აქტიურ მოქმედებაზე. კლასი იყოფა 3ჯგუპად. Iჯგუფი–შედგება 5 კაცისაგან და წარმოადგენს საარჩევნო კომისიას.II ჯგუფს–დაევალება რეფერენდუმში მონაწილე საზოგადოების ინფორმირება ჩატარების თარიღთან და განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.ასევე მათ დაევალება ამომრჩეველთა სიების მოწესრიგება. III ჯგუფი იმუშავებს ბიულეტინების,არჩევნების შედეგების ოქმისა და საარჩევნო ყუთის მომზადებაზე.
- მონაწილეთა ასაკი:14–15 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ელ ბიულეტინების მომზადება დაბეჭვდა,ინტერნეტში მუშაობა,ინფორმაციის შეჯერება და ერთმანეთისთვის გაზიარება.არჩევნების მოწყობისა და მასში მონაწილეობის უნარ–ჩვევების გამომუშავება.
- მოსალოდნელი შედეგები/პროექტები,რაც შეიძლება შეიქმნას:ისწავლიან ურთიერთთანამშრომლობას,ურთიერთობას უფროსებთან,მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.მიღებულ შედეგს გააცნობენ სკოლის დირექციას,პედაგოგებს, მოსწავლეებს.
- სამუშაო ენა:ქართული
- ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:სამოქალაქო განათლება. მოსწავლე მსჯელობს საქ–ს მოქალაქის უფლებებზე,თავისუფლებებსა დაკონსტიტუციურ მოვალეობებზე.იკვლევს ადამიანისა საზოგადოების როლს გლობალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტაში. განასხვავებს საქ–ს ხელისუფლების შტოებსა და მათ ფუნქციებს;მსჯელობს მათ ურთიერთ კავშირზე.
- პროექტის ავტორი:რევაზიშვილი თმარი
- ავტორის E-mail:tamunarevazishvili@gmail.com
Sunday, April 18, 2010
პროექტი
Subscribe to:
Posts (Atom)